logo
ENG



ლიონელ მესის აკრობატული შოუ მიუძღვნეს

12 ოქტ 201920:37
3 წუთის საკითხავი
 
bnzr83bwpbpqbr5.png

„მესი 10“ - სწორედ ასე ეწოდება „სიღკ დუ სოლეის“ ახალ შოუს, რომლის მსოფლიო პრემიერაც ბარსელონაში გაიმართა. ცნობილი კანადური კომპანიის ახალი შოუს შთაგონების წყარო არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის ცხოვრებაა. „სიღკ დუ სოლეის“ რიგით 46-ე წარმოდგენა ამბიციურ ახალგაზრდა მამაკაცზეა. მან საკუთარი ნიჭით ყველა დაბრკოლება გადალახა და მსოფლიოს საუკეთესო „10 ნომერი" გახდა.

საათნახევრიან სპექტაკლში რეჟისორმა მსოფლიოს ხუთგზის „წლის საუკეთესო ფეხბურთელის“ წარმატების ფორმულა 46 შემსრულებლის დახმარებით გადმოსცა. შოუ ფეხბურთის მატჩის მსგავსია - ის ორ 45-წუთიან ნაწილადაა დაყოფილი. წარმოდგენის ორი სიმღერის ავტორი კი, მესის მეგობარი, „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი, ხოსე მანუელ პინტოა.

ბარსელონა ერთადერთი ქალაქია ევროპაში, სადაც მაყურებელს აკრობატული ნომრების ხილვა შეეძლება. შოუ „მესი 10" ესპანურ ქალაქში ნოემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, იანვრიდან კი, „სიღკ დუ სოლეი“ საერთაშორისო ტურნეს დაიწყებს და მესის მშობლიურ არგენტინაში გადაინაცვლებს.


close დახურვა