logo
ENG



ლისის ტბასთან სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

12 მარ 202110:50
3 წუთის საკითხავი
 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ლისზე მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით სამი პირი დააკავეს. 

კერძოდ, გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ყალბი მინდობილობის საფუძველზე, 2020 წლის სექტემბერში დაირეგისტრირეს ლისის ტბის მიმდებარედ არსებული, კანადის მოქალაქის 1001 მ2 მიწის ნაკვეთი. 

უწყების განცხადებით, მიწის ნაკვეთი დაყადაღებულია. ფინანსური პოლიციის ცნობითვე, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 300 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.


close დახურვა