logo
ENG



ლისიჩანსკში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ჰუმანიტარული დახმარების შტაბი დაიწვა

05 ივნ 202217:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/05/0peh3uv4bdr55s9.png

ლისიჩანსკში რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ჰუმანიტარული დახმარების შტაბი დაიწვა, სადაც თავს 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"რუსმა სამხედროებმა ქალაქ ლისიჩანსკის ცენტრს ცეცხლი გაუხსნეს. დაზიანდა რამდენიმე შენობა და ქალაქის ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ბოლომდე დაიწვა ჰუმანიტარული დახმარების გაცემის შტაბი. ამ შტაბში მუდმივად ცხოვრობდა 40-ზე მეტი ადამიანი. ადგილზე პოლიციელები მუშაობენ, რომლებიც თავდასხმის შედეგებს აფიქსირებენ. ახლა ინფორმაცია დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ზუსტდება", - წერია შსს განცხდებაში.


close დახურვა