logo
ENG



ლიტერატურული პრემია საბას 2020 წლის გამარჯვებულები ცნობილია

26 დეკ 202023:25
3 წუთის საკითხავი
 

ლიტერატურული პრემია საბას გამარჯვებულები ცნობილია. 

კორონავირუსის პანდემიის გამო, საბას მე-18 დაჯილდოება განსხვავებული ფორმატით, ონლაინ წარიმართა. 

გამარჯვებული 9 ნომინაციაში გამოვლინდა: 

  • საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - მაია ცირამუა, "მშვიდობით, ძია გერშვინ". 

  • საუკეთესო პიესა - ალექს ჩიღვინაძე, "მარინა რევია".

  • საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - რამაზ ჭილაია, "პოეტიკური ჩანაწერები".

  • უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი - ელზა ახვლედიანი, "ალჟირელ მეკობრეთა ტყვე (მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი).

  • საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - შორენა ლევანიძე, "თუ საჭიროა გათქმევინებთ".

  • საუკეთესო პროზაული კრებული - მამუკა დოლიძე, "გასეირნება დროთა სივრცეში".

  • საუკეთესო პოეტური კრებული - დაჯილდოვდა ორი პოეტი - ტარიელ ჭანტურია, "სიყვარულის შავი ყუთი 3" და ბესიკ ხარანაული, "დიდი სმა". 

  • საუკეთესო რომანი - ბესო სოლომანაშვილი, "ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დახვრეტილებისა"

  • ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ბათუ დანელია, პოეტი. 

 


close დახურვა