logo
ENG



ლობიზმი, იორდანიის კულტურის ცენტრი, ერეკლეს იუბილე - მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯები

06 ივნ 202315:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/06/tqyp8wemcv798ce.jpg

მეფე ერეკლეს იუბილე, იორდანიაში კულტურის ცენტრის მოწყობა, ლობისტური მომსახურება და ა.შ. - ეს იმ ღონისძიებებისა და საქმიანობების მცირე ჩამონათვალია, რომელიც 2022 წელს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.

საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებები განისაზღვრა 55 000 000 ლარით. მთავრობის განკარგულებებით, საანგარიშო პერიოდში სარეზერვო ფონდიდან აქტებით გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ შეადგინა 50 895 300 ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ - 49 581 700 ლარი.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ღონისძიება თუ საქმიანობა, რომელიც სარეზერვო ფონდიდად დაფინანსდა:

მთავრობის ადმინისტრაცია

  • უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოს საერთაშორისო რეგიონალურ ფინანსურ და საბანკო ჰაბად პოზიციონირების საკითხებზე ხელშეწყობისათვის აუცილებელი საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების დაფინანსება - 3 755 904,98
  • 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსება - 1 255 933,11
  • 2022 წლის 16-24 ივლისს საქართველოში მთის კვირეულის ფარგლებში (თუშეთში, ყაზბეგში, შოვსა და მესტიაში) გასამართი ღონისძიებებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება - 2 079 154,9
  • 2022 წლის 8-23 ოქტომბერს საქართელოში ღვინის ფესტივალის ფარგლებში (26 ლოკაციაზე) გასამართი ღონისძიებებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება - 7 455 724,02
  • მეფე ერეკლე მეორის 300 წლის იუბილესა და ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ნიკალას 160 წლის იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება - 719 501,68
  • "საახალწლო და მიმდინარე წლის შემაჯამებელი ღონისძიებების ორგანიზების შესახებ" განკარგულების და 2022 წლის დასრულებასთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება - 8 880 504,78
  • საიდუმლო - ჯამში 3 932 076

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

  • საიდუმლო - 2 300 000

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

  • იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის დაწყებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოები - 228 382,50
  • ლობისტური მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით „ჩართველ სთრაითეჯი გრუფთან (The Chartwell Stretege Group, LLC)“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება - 1 248 135

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

  • საიდუმლო - 1 494 284,09
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, თანამშრომელთა მივლინებების, ტრანსპორტის მოვლა-შენახვის, კომუნალური და სხვა მიმდინარე ხარჯების ანაზღაურება - 699 336,09
  • საიდუმლო - 420 310,8

close დახურვა