ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი დღეს ისრაელში ჩავიდა. იგი უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს.
პრემიერმინისტრთან შეხვედრისას ოსტინმა განაცხადა, რომ ამერიკა ისრაელს ამ მძიმე პერიოდში სრულ მხარდაჭერას უცხადებს, ხოლო ასეთ ვითარებაში არაა ნეიტრალურობის დრო და საჭიროა დაიგმოს ჰამასის სასტიკი ტერორისტული მოქმედებები.
"ვისაც ამ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება სურს, უნდა დაგმოს და იზოლაციაში მოაქციოს ჰამასი. ეს ტერორისტული დაჯგუდება პალესტინელი ხალხის სახელით არ საუბრობს, არც მათ ღირსებაზე, უსაფრთხოებასა და სახელმწიფოებრიობაზე ზრუნავს", - თქვა ლოიდ ოსტინმა.
თავდაცვის მდივანმა ასევე გაიხსენა ტერორისტული დაჯგუფების, ISIS-ის ქმედებები და თქვა, რომ ჰამასის სისასტიკე გაცილებით სასტიკი და შემაძრწუნებელია.
"როგორც მოგეხსენებათ, მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც დასაწყისიდანვე ჩავიბარე ISIS-ის კამპანია და ბევრი ვიცი მათ შესახებ, ეს იმაზე უარესია, რაც მე დავინახე ISIS-ზე მუშაობისას", - უთხრა ოსტინმა ნეთანიაჰუს შეხვედრისას.