logo
ENG



ლომჯარია: ამ დრომდე სააკაშვილმა საჭირო დახმარება ფსიქოთერაპიის სახით ვერ მიიღო

14 დეკ 202121:55
3 წუთის საკითხავი
 
ლომჯარია: ამ დრომდე სააკაშვილმა საჭირო დახმარება ფსიქოთერაპიის სახით ვერ მიიღო

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე ფსიქოთერაპიის საჭირო დახმარება ამ დრომდე არ მიუღია. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე, გიდასტურებთ, რომ მან საჭირო დახმარება ფსიქოთერაპიის სახით ვერ მიიღო და ბევრი რამ გაართულა, მათ შორის სომატური თვალსაზრისითაც და ვფიქრობთ, ეს დახმარება რომ ყოფილიყო შეთავაზებული, შესაძლებელია, სხვა თვალსაზრისითაც უფრო მეტი წინსვლა ყოფილიყო ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართულებით", - განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, ფსიქოთერაპიის სერვისის მიწოდების რეკომენდაცია მათ ჯერ კიდევ 3 კვირის წინ გასცეს. 

სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ნევროლოგიური და ფსიქიკური პათოლოგიები, მათ შორის, ზომიერიდან მძიმემდე დეპრესია და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა. 

ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას განცხადებით, კონსილიუმმა 12 დეკემბერს მოინახულა მიხეილ სააკაშვილი გორში, მათ სრულყოფილად გასინჯეს პაციენტი და გაეცნენ სამედიცინო ჩანაწერებს.

მომზადდა 9 ექიმის სამედიცინო დასკვნა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება, მათგან ერთი იქნება საჯარო. 

 


close დახურვა