logo
ENG



ლომჯარია: სააკაშვილის მდგომარეობა შეესაბამება სასჯელის გადავადების მოთხოვნას

06 დეკ 202221:13
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელი გადავადების მოთხოვნას შეესაბამება.

მისი თქმით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარუდგენს.

"კონსილიუმის დასკვნა ცალსახაა ერთ საკითხთან დაკავშირებით, რომ პაციენტის მდგომაროება არის მძიმე. შესაბამისად, ჩემი, როგორც სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლის მოთხოვნას, რომელიც, სულ მცირე, ასეთ სიტუაციებში ითვალისწინებს სასჯელის მოხდისგან გადავადებას.

შესაძლებელია მხარის მიერ შედგენილი ექსპერტიზით საერთოდ გათავისუფლების საფუძველსაც აკმაყოფილებდეს, მაგრამ მე ვსაუბრობ ჩემი ექსპერტების მიერ შემუშვებული დასკვნის საფუძველზე, რის თქმას ვაპირებთ და შევეცდები, რომ ჩემი ვადის ამოწურვამდე, 8 დეკემბრამდე სასამართლო მეგობრის მოსაზრება გავაგზავნოთ", - თქვა ლომჯარიამ.

ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილი სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

სააკაშვილის პროცესი 9 დეკემბერს გაიმართება.


close დახურვა