logo
ENG



ლომჯარია: სამართალდამცავ უწყებას ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის კვალიფიკაცია არ აქვს

24 აგვ 202023:11
3 წუთის საკითხავი
 
8v98cekuhf5qpy8.jpg

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Facebook-ზე ბავშვთა ძალადობის შესახებ წერს და აცხადებს, რომ საქართველოში ისინი ოჯახში თუ საჯარო სივრცეში ძალადობის პირისპის მარტონი არიან.

ლომჯარიას განცხადებით, ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის სისტემა არსებითი გამოწვევების წინაშე დგას.

"მათ არა აქვთ ინფორმაცია, ვის მიმართონ და რა მოითხოვონ, რადგან სკოლაში ამას არავინ ასწავლით. ბავშვებს არ აქვთ გარშემომყოფთა იმედი, რადგან ბავშვს არავინ უსმენს და კიდევ უფრო იშვიათად უჯერებს. სოციალურ სამსახურს არა აქვს საკმარისი რესურსი, ხოლო სამართალდამცავ უწყებას ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის კვალიფიკაცია და მგრძნობელობა. არ არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მხარდაჭერის ეფექტური სერვისი, მინიმალურია მათთან ფსიქოლოგის ჩართულობა", - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ლომჯარიას თქმით, არაერთი ინიციატივა ბავშვის უფლებების სწავლების თუ ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების მხარდასაჭერად რელიგიური თუ ფსევდო პატრიოტული წინააღმდეგობების გამო ფერხდება.

"და ბოლოს, ხაზი უნდა გაესვას ყველა იმ პირის პასუხისმგებლობას, ვინც იცოდა ბავშვის მიმართ ძალადობის თაობაზე, არ დაიცვა, ან დატოვა ის მოძალადის ხელში", - წერს ომბუდსმენი.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა იმერეთში 2009 წელს დაბადებულის  თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 23 აგვისტოს 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვესუწყების ცნობით, ბრალდებული არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნის თვითმკვლელობა გამოიწვია.


close დახურვა