logo
ENG



ლომჯარია: სისტემა რთული საქმეების კვალიფიციურ გამოძიებას ვეღარ უმკლავდება

23 ივლ 202022:11
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებაში მომუშავე ადამიანებს კვალიფიკაცია აკლიათ.

ნინო ლომჯარიას თქმით, სისტემა რთული საქმის გამოძიებებს ვეღარ უმკლავდება.

„როგორი ენთუზიასტი უნდა იყოს გამომძიებელი, რომელსაც არც კვალიფიკაცია აქვს, არც შეიძლება ტექნიკური აღჭურვილობა აქვს, არც კვალიფიკაცია აქვს, ფიზიკურად მეტი არ შეუძლია, უნარი არ აქვს და სისტემის ინტერესია, რომ რაც შეიძლება გაამარტივონ საქმეები, ისეთი ხაზი აირჩიონ, რაც მარტივად გამოსაძიებელია. როდესაც უცნაური ბუნდოვანი საქმეა, ყველა ვერსია გულდასმით უნდა იყოს გამოძიებელი. ვეღარ უმკლავდება სისტემა მსგავსი ტიპის საქმეების კვალიფიციურ გამოძიებას. სისტემას არ შეუძლია რთული საქმეების გახსნა, სადაც არ არის კამერა“, - აცხადებს ომბუდსმენი.

მისი თქმით, სისტემის რეფორმირება აუცილებელია და ყველა ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომელმაც სისტემის გარდაქმნისთვის არაფერი გააკეთა. 


close დახურვა