logo
ENG



ლომჯარია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა

09 მარ 202300:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/09/nz22v373wft93so.jpg

"ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა", - წერს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერზე. მას არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობს ამ განცხადებაში.

"ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტის წინ რაც მოხდა კანონიერია", - აცხადებს ლომჯარია.

დღეს გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებას აქციაზე ორი მოთხოვნა წაუყენა, მათ შორის რუსული კანონის გაწვევა და დაკავებულების გათავისუფლება. მან ქართულ ოცნებას ერთი საათი მისცა - ვადის ამოწურვის შემდეგ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ორივე მხრიდან პარლამენტის გარშემო ასულიყვნენ და ალყაში მოექციათ შენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს შლიან, დაიწყეს მოქალაქეების დაკავებებიც. სპეცრაზმმა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ უკვე გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი.

ცოტა ხნის წინ შსს-მ განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს აცხადებს, რომ ამ ქმედებებს აღკვეთენ.


close დახურვა