სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, უგულავას მეორედ დაპატიმრების დროს დარღვეული იყო ინტერესთა კონფლიქტის საკითხი.
ლომჯარიას განცხადებით, უგულავას საქმე, რომ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილიყო ან გაიგზავნოს, ძალიან დიდი ალბათობით სტრასბურგი უგულავას მიმართ, სამართლიანი სასამართლოების უფლების უფლების დარღვევას დაადგენს.
„გიგი უგულავას მეორედ მსჯავრდების საქმეში დარღვეული იყო ინტერესთა კონფლიქტის საკითხი. გენერალური პროკურორი იყო შალვა თადუმაძე და უზენაესში უკვე გადაწყვეტილების მიმღები იყო ყოფილი გენერალური პროკურორი.
თუ ეს საქმე წავა ან წავიდოდა სტრასბურგის სასამართლოში, ძალიან დიდი ალბათობით სტრასბურგი უგულავას მიმართ, სამართლიანი სასამართლოების უფლების უფლების დარღვევას დაადგენს“, - განაცხდა ნინო ლომჯარიამ.