logo
ENG



ლომჯარია ზურაბიშვილზე: თუ პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მასაც შეუძლია ნაბიჯების გადადგმა

15 ივნ 202213:12
3 წუთის საკითხავი
 
ლომჯარია ზურაბიშვილზე: თუ პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მასაც შეუძლია ნაბიჯების გადადგმა

სახალხლო დამცველი ნინო ლომჯარია სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ბრიფინგს ეხმაურება და ამბობს, რომ იყო საკითხები, რაშიც ეთანხმება პრეზიდენტს, თუმცა მასთან შეკითხვები აქვს.

ლომჯარიას თქმით, თუ პრეზიდენტი თვლიდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები გაუმართლებელი იყო, მასაც შეეძლო ემოქმედა და გამოეყენებინა ვეტოს დადების უფლება.

ლომჯარია ამბობს, რომ ზურაბიშვილს ბევრის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა თუკი მთავრობასთან პრეტენზიები აქვს, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

"იყო საკითხები, რაშიც ვეთანხმები პრეზიდენტს, მაგალითად ის, რომ მან ძალიან სამართლიანად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება იმ განუხორციელებელი რეფორმების და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ევროკავშირის და მისი უმაღლესი წარმომადგენლობის წინაშე.

თუმცა, მეც მაქვს შეკითხვები პრეზიდენტთან, იმიტომ რომ თუ ის თვლიდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და კანონები, რისი მიღებაც იყო გაუმართლებელი, მასაც შეეძლო ემოქმედა და ან ვეტო დაედო ამ კანონებისთვის, ან როგორც ვიცით, შეუძლია შეწყალების უფლება გამოიყენოს და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მივმართე კიდეც, მაგრამ რატომღაც არ ახსენა, რომ რეზოლუციაში ეს საკითხიც მოხსენიებულია და გვერდი აუარა შეწყალების საკითხს.

მე მაქვს მასთან შეკითხვები, მისი მხრიდან რატომ არ იდგმება შესაბამისი ნაბიჯი, რაც ჩაითვლებოდა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებად. რა თქმა უნდა, მას ბევრის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა რისი მანდატი და შესაძლებლობაც აქვს, ვფიქრობ, თუკი პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა", - ამბობს ლომჯარია. 


close დახურვა