logo
ENG



ლომჯარია მამალაძის საქმეზე პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო წუხილს გამოთქვამს

06 იან 202018:14
3 წუთის საკითხავი
 
k4xf25cdds4yje0.jpg

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ომბუდსმენის განცხადებით პრეზიდენტმა გამართულ ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაზე, თუმცა მისივე განცხადებით ეს ვერსია გამოძიებისა და სასამართლოს მიმდინარეობის დროს არ განხილულა. სახალხო დამცველმა გამოძიებისა და სასამართლო პროცესების შესწავლის შედეგად გამოაქვეყნა მონიტორინგის ანგარიში, რომელშიც მითითებული იყო გამოძიების ეტაპზე დაშვებული ხარვეზები, ომბუდსმენის განცხადებაში ნახსენებია, რომ აღნიშნული ხარვეზები სასამართლო განხილვის დროს არ გამოსწორდა. ასევე ლომჯარიას განცხადებით, მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ იყო საკმარისად დასაბუთებული.

ომბუდსმენის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი მხარს უჭერდა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას. აღსანიშნავია ისიც, რომ შეწყალების კომისიის გაუქმების შემდგომ სახალხო დამცველი პრეზიდენტს მოუწოდებდა განხილულიყო მამალაძის შეწყალების საკითხი.

“სახალხო დამცველი წუხილს გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო, რომლის შედეგადაც გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში გამოკვეთილი სამართლებრივი ხარვეზები შესაბამისი შეფასების გარეშე დარჩა”,-ნათქვამია განცხადებაში.

 


close დახურვა