logo
ENG



ლომჯარია მთავრობას: პრეზიდენტს დაბლოკავთ - უფრო მეტი ჩავალთ, სხვა რამეებსაც გავაკეთებთ

30 აგვ 202319:04
3 წუთის საკითხავი
 
ლომჯარია მთავრობას: პრეზიდენტს დაბლოკავთ - უფრო მეტი ჩავალთ, სხვა რამეებსაც გავაკეთებთ

"პრეზიდენტს დაბლოკავთ - უფრო მეტი ხალხი ჩავალთ" - ასე ეხმაურება ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტების დაბლოკვას.

"ყველას არ გვჭირდება მთავრობის ნებართვა ევროპაში რომ ჩავიდეთ და სტატუსის მხარდაჭერა მოვითხოვოთ. პრეზიდენტს დაბლოკავთ - უფრო მეტი ხალხი ჩავალთ, არა უშავს და სხვა რამეებსაც გავაკეთებთ, მალე. პრეზიდენტიც უნდა წავიდეს, ჩემი აზრით, მიუხედავად უარის მიღებისა", - წერს ის.

დღეს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. 31 აგვისტოს ის ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ პრეზიდენტის ნებართვა არ ჰქონდა და ის კონსტიტუციას არღვევს.


close დახურვა