logo
ENG



ლომჯარია წილოსანს: ვფიქრობ, კიდევ რბილი იყო განცხადებები კობახიძის მიმართ

07 ოქტ 202216:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/07/79vj7mca5ktmwuv.jpg

მე ვფიქრობ, რომ კიდევ რბილი იყო განცხადებები [კობახიძის მიმართ], მეტის თქმაც შეიძლებოდა იმ ვითარებაში, რადგან ბატონი კობახიძე, რომელიც არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გამოვიდა და პარლამენტის ტრიბუნიდან დაემუქრა სახალხო დამცველს და მის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს, რომ დადგებოდა ჩვენი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ვიცავდით ადამიანის უფლებებს. მე ვფიქრობ, რომ სწორედ მას არ ჰქონდა ამის თქმის უფლება და მან ძალიან ბევრის უფლება მისცა საკუთარ თავს, როდესაც ეს განცხადება გააკეთა და რა თქმა უნდა არამარტო ჩემს მანდატს, არამედ ყველა იმ ადამიანს, რომელიც სახალხო დამცველის მანდატის ქვეშ ახორციელებს უფლებადაცვით საქმიანობას. კარგი იქნებოდა, გაგეხსენებინათ კობახიძის რა განცხადებას მოჰყვა ჩემი ეს კომენტარი.


close დახურვა