logo
ENG



ლომჯარიას თქმით, დღეის მონაცემებით, საკონსულო აღრიცხვაზე 145 925 მოქალაქე დადგა

07 ოქტ 202408:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/07/du22u6y8gkrwr6e.png

ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, საკონსულო აღრიცხვაზე 145 925 ემიგრანტი დარეგისტრირდა.

"ის 128 000 მოქალაქე ხომ გახსოვთ, 26 სექტემბერს რომ იდგა საკონსულო აღრიცხვაზე? დღეს ეს რიცხვი 145 925-ია. მხოლოდ გუშინ 3 671 მოქალაქე დადგა აღრიცხვაზე", - წერს ლომჯარია Facebook-ზე.

მისივე თქმით, "65 000 უკვე არის სიაში, ამას დაემატებიან დევნილები და უმისამართოები, ასევე ის ხალხი ვინც 26 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით დადგება აღრიცხვაზე". 

 

 


close დახურვა