ლონდონი ტუტანხამონის გამოფენას მასპინძლობს. უძველესი საგანძური, რომელთა შორის ძირითადად ეგვიპტის ფარაონის სამარხში ნაპოვნი ძვირფასეულობაა, სააჩის გალერეაში გამოფინეს. სტუმრებს 150-ზე მეტი ნივთის ნახვა შეუძლიათ.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეგვიპტე მსგავსი რაოდენობის არტეფაქტების ქვეყნიდან გატანას დათანხმდა. კოლექცია ლონდონში 2020 წლის მაისამდე დარჩება, რის შემდეგაც მას სამუდამოდ ეგვიპტეში დააბრუნებენ და გიზის პირამიდების გვერდით, ახლადაშენებულ მუზეუმში გამოფენენ.