ლონდონის ბოტანიკურ ბაღი საშაობაოდ გაანათეს.
"ქიუ გარდენზში" მილიონი ნათურა დაამონტაჟეს. ინსტალაციები სამი კილომეტრის სიგრძეზეა. განათებულია ჩანჩქერი და ხეები. შენობებზე კი ლაზერით სხვადასხვა ფორმის ფიგურები ისახება. ბოტანიკურ ბაღს საშობაოდ უკვე მეშვიდე წელია რთავენ და სეზონზე მას ყოველწლიურად ასობით ათასი დამთვალიერებელი სტუმრობს.
"ქიუ გარდენზში" სადღესასწაულო ინსტალაციები 5 იანვრამდე იქნება.