ლონდონში ბაფტას 73-ე დაჯილდოება გაიმართა.
ცერემონიას ირლანდიელი კომიკოსი გრემ ნორტონი უძღვებოდა, ერთ-ერთი წარმდგენი კი პრინცი უილიამი იყო. საუკეთესო ფილმის კატეგორიაში სემ მენდესის „1917" -მა გაიმარჯვა, საუკეთესო რეჟისორად კი ამავე ფილმის ავტორი დასახელდა.
ბაფტას-ს ჟიურიმ წლის ქალისა და კაცის როლის საუკეთესო შემსრულებლებად რენე ზელვეგერი და ხოაკინ ფენიქსი დაასახელა.
მეორეხარისხოვანი როლის კატეგორიაში პრიზი ბრედ პიტს გადასცეს. თავად ბრედ პიტი ცერემონიას ვერ დაესწტო, თუმცა მისი სახელით ჯილდო მარგო რობიმ აიღო და მსახიობის გზავნილიც წაიკითხა, რომელშიც ის პრინც ჰარიზე ხუმრობდა.
„გამარჯობა ბრიტანეთო, გავიგე მარტო დარჩენილხარ. კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს კლუბში", - წერს ბრედ პიტი.