logo
ENG



ლონდონში რუსეთის საელჩოს მიმდებარედ ქუჩას კიევის ქუჩა უწოდეს

24 თებ 202320:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/24/ot2duslpu7z7lth.png
PA Media

ლონდონში, კიევის გზა გახდება Bayswater Road-ის ნაწილი, სადაც რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილებაა განთავსებული, გადაწყვეტილება დღეს უესტმინსტერის საქალაქო საბჭომ გამოაცხადა.

საკრებულოში აცხადებენ, რომ მათ დააკმაყოფილეს ლონდონის უკრაინული თემის მოთხოვნა.

უესტმინსტერის საქალაქო საბჭოს ლიდერმა ადამ ჰაგმა თქვა, რომ "ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ უკრაინელ ხალხს, რომ მათი ბრძოლა მნიშვნელოვანია ჩვენთვის" და სახელის შეცვლა ლონდონში დიდი ხნის ტრადიციის ნაწილია, იმისათვის, რომ "ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტებისა თუ ფიგურების" აღნიშვნა მოხდეს.


close დახურვა