„ქალები მუსიკაში“- ლოს ანჯელესში ჟურნალ „ბილბორდის“ მიერ ორგანიზებული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
საღამოზე მუსიკალურ სფეროში მოღვაწე გავლენიანი ქალები დააჯილდოვეს. მათ შორის იყვნენ ტეილორ სვიფტი, რომელიც დღეს 30 წლის გახდა. პოპ ვარსკვლავი ათწლეულის ქალად აღიარეს, წლის ქალად კი ბილი ეილიში დასახელდა. რიგით მე-13-ე ცერემონიაზე ასევე დააჯილდოვეს ალიშა ქისი, სინდი ლოპერი და ალანის მორისეტი.