logo
ENG



ლუაზო: მე და ჩემმა 6-მა კოლეგამ საქართველოში არჩევნების დაკვირვებისას თაღლითობა დავინახეთ

13 ნოე 202419:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/13/rhmuvfy6a5tg1sn.jpg

ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მან და მისმა 6-მა კოლეგამ, რომლებიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში იყვნენ ჩართულნი, პროცესში თაღლითობა და დაშინება დაინახეს.

"მე და ჩემი 6 კოლეგა საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით ჩართულნი და თაღლითობა, დაშინება დავინახეთ. ამიტომ, მსურს, ამაზე დებატები აქ, პარლამენტში გავმართოთ.

რაც ახლა საქართველოში ხდება, ვგულისხმობ პროტესტებს, ქუჩაში ქართული და ევროპული დროშებით გამოსულ ხალხს, ისინი ბევრს ელიან ევროკავშირისგან. სამწუხაროდ, ევროპულმა საბჭომ ბოლო შეხვედრაზე ამაზე სალაპარაკოდ დრო ვერ გამონახა", - განაცხადა ლაუზომ.

ლუაზომ აღნიშნა, რომ საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ დებატებს მომავალ სესიაზე ითხოვს, რასაც მხარი 309 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 191 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 34-მა თავი შეიკავა.

"ჩვენ დემოკრატიის სახლი ვართ და დრო უნდა გამოვნახოთ არა მხოლოდ იმაზე სადებატოდ, თუ რა ხდება საქართველოში, არამედ რეზოლუციის მიღებით ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად. სწორედ ამიტომ, მოვითხოვ შემდეგ სესიაზე, ეს დღის წესრიგის ნაწილად იქცეს", - თქვა ლუაზომ.

 


close დახურვა