ლუგანსკის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ გუშინ ქალაქ ლისიჩანსკსზე რუსული ძალების თავდასხმის შედეგად ათობით სახლი განადგურდა და დაზიანდა. პირველადი მონაცემებით დაიღუპა 2 ადამიანი.
გაიდაის ინფორმაციით, გასულ ღამეს თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა. მისი თქმით, ქალაქი ლისიჩანსკი მთელი დღის განმავლობაში იბომბებოდა.
გაიდაი აცხადებს, რომ სევეროდონეცკში რუსულმა ძალებმა ცეცხლი სკოლას გაუხსნეს.
"გუშინ, რუსებმა მთელ ლისიჩანსკის ცეცხლი გაუხსნეს. დასახლების სამი მთავარი ნაწილიდან თითოეულმა არტილერიისა და ტყვიების ქვეშ იყო. ათობით განადგურებული სახლია ისევე, როგორც დაშავებულების. ორი ადამიანი დაიღუპა, 2 ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მსხვერპლის საბოლოო რიცხვი მოწმდება", - წერს გაიდაი.
ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გუშინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში მტრის 5 შემოტევა მოიგერიეს და გაანადგურეს 10 რუსული ტანკი, 18 ჯავშანტრანსპორტი, 15 საარტილერიო სისტემა.
გაიდაის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ მტრის 1 თვითმფრინავი, 3 დრონი და 1 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო.