logo
ENG



ლუკ კოფი: NATO-მ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას მხარი უნდა დაუჭიროს

05 თებ 202008:36
3 წუთის საკითხავი
 

"NATO-მ უნდა გაითვალისწინოს თურქეთის რჩევა, რომელიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას ეხება",- ამ სათაურით აქვეყნებს „თი-არ-თი ვორლდ"-ი „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" ანალიტიკოსის, ლუკ კოფის წერილს. პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ თურქეთი დიდი ხანია საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებების აქტიური მხარდამჭერია, როდესაც ალიანსის ზოგიერთი წევრი ამისგან თავს იკავებს. 

„ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" ანალიტიკოსის განმარტებით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მოსკოვის დე ფაქტო ვეტო ადევს, რაც მიუღებელია. პუბლიკაციაში ლუკ კოფი იმ რამდენიმე ძირითად მიზეზზეც საუბრობს, რის გამოც საქართველო ნატოსთვის მნიშვნელოვანია. 


close დახურვა