თბილისის საქალაქო სასამართლოში მარიანა ჩოლოიანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ჩოლოიანი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზეა დაკავებული. სხდომაზე დღეს ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოხელის მიერ ჩვენების იძულებას გულისხმობს.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.