logo
ENG



ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ქუთაისში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა

18 დეკ 201913:32
3 წუთის საკითხავი
 
a2g0a9xulkdjbeh.jpg

 

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ქუთაისში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა. როგორც ქუთაისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე, საზეიმოდ აღარ აინთება.

„15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელნი ამ ტრაგედიაზე. შექმნილი მდგომარეობის გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება აღარ მოხდება“, - ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის გუშინ იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

აღნიშნულ საქმეზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმის გამომძიებელი, მარინა ჩოლოიანი, ბავშვის გარდაცვალებიდან, რამდენიმე წუთში დააკავა. იგეგმება თუ არა სხვა პირების დაკავება, გამოძიების ინტერესებიდან გამომძინარე, შესაბამისი სამსახური არ აკონკრეტებს.

 


close დახურვა