logo
ENG



ლუკაშენკო: ბელარუსი სამხედროები უკრაინაში არ არიან, ამის საჭიროება არაა

01 მარ 202219:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/01/ap4ubids9my4d3g.jpg

ალექსანდრ ლუკაშენკო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ბელარუსი სამხედროები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ იღებენ.

"უფრო მეტიც, რუსულ ხელმძღვანელობას ჩვენ წინაშე არასდროს დაუსვამს ეს საკითხი - შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენს მონაწილეობაზე", - თქვა ლუკაშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

"ჩვენ მომავალშიც არ ვაპირებთ ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ამის საჭიროება არაა", - განაცხადა მან.

არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ ბელარუსის მხრიდან რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ. ამასთან, ბელარუსის საზღვარზე მობილიზებულია სახმელეთო ჯარები და ტექნიკა. უკრაინაში აცხადებენ, რომ ბელარუსი აღარაა ნეიტრალური ქვეყანა, რის გამოც უარს ამბობენ, მინსკში მოლაპარაკებებისთვის წასვლაზე.

28 თებერვალს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკებებისთვის ბელარუსის საზღვართან შეხვდნენ ერთმანეთს.


close დახურვა