ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ის იმ საწარმოებს დახურავს აპირებს, რომლის თანამშრომლებიც ბელარუსში მიმდინარე პროტესტს შეუერთდნენ. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
"თუ ქარხანა არ მუშაობს, მაშინ ორშაბათიდან დავადოთ ბოქლომი მის კარს, მოდით გავაჩეროთ... ხალხი დამშვიდდება და ჩვენ გადავწყვეტთ, ვინ უნდა მოვიწვიოთ სამუშაოდ შემდგომში",-ამბობს ლუკაშენკო.
ბელარუსში საპროტესტო აქციები უკვე მე-15 დღეა მიმდინარეობს, პროტესტს სხვადასხვა ქარხნის თანამშრომლებიც შეურთდნენ.
9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, დემონსტრანტებზე განხორციელებული რეპრესიების შედეგად 3 ადამიანია დაღუპული, ათასობით მოქალაქე კი დაპატიმრებული.
დემონსტრანტები ამ დრომდე ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.