logo
ENG



ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსული თვითმფრინავები ბირთვული იარაღის გადატანისთვის ადაპტირებულია

26 აგვ 202216:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/26/mjoh0ccefcn7xyd.jpeg

ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ ბელარუსული თვითმფრინავები ბირთვული იარაღის გადატანისთვის მზადაა. როგორც ლუკაშენკომ თქვა, თვითმფრინავების განახლების შესახებ რუსეთის პრეზიდენტთან ის ივნისის ბოლოს შეთანხმდა.

"ჩვენ პუტინთან ერთად ოდესღაც პიტერში განვაცხადეთ, რომ Su-24-ის ბელარუსულ თვითმფრინავებს განვაახლებთ იმისათვის, რომ მათ ბირთვული იარაღის გადატანა შეძლონ. რა გგონიათ, უბრალოდ ვყბედობდით? ყველაფერი მზადაა!" - თქვა ლუკაშენკომ.

გამოცემა RBK აზუსტებს, რომ ბელარუსის შეიარაღებული ძალების შემადგენლობიდან Su-24 ჯერ კიდევ 2012-ში გაიყვანეს. რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, რომ ბელარუსის სახელისუფლებო გამოცემა ბელტამ ლუკაშენკოს ციტატიდან Su-24-ის ხსენება ამოიღეს.


close დახურვა