ლუტეცია ჯგუფის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე კორონავირუსით გარდაიცვალა.
Facebook-ზე სამძიმრის წერილს აქვეყნებს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ბიზნესმენის, საქართველოში ლუტეცია ჯგუფის დამფუძნებელისა და პრეზიდენტის, ღირსეული პიროვნების, ერთგული მეგობრისა და ყველა გაჭირვებული ადამიანის გვერდით მდგომის, სიკეთით სავსე ადამიანის, ვ ა ხ ტ ა ნ გ ფ ხ ა კ ა ძ ი ს გარდაცვალების გამო. ვახტანგი იყო მეუფე იაკობის კურსელი და დიდი ხნის მეგობარი. ვუთანაგრძნობთ ვახტანგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ბიზნესმენი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.