logo
ENG



ლუჰანსკის გუბერნატორის თქმით, დაბომბვების გამო მოსახლეობას წყალი და ელექტროენერგია არ აქვს

25 აპრ 202214:06
3 წუთის საკითხავი
 

ლუჰანსკის რეგიონში, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარეობს, მოსახლეობას წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიზეზი რუსების მიერ საჰაერო თავდასხმებია

რეგიონის გუბერნატორის, სერჰი ჰაიდაის თქმით, თითქმის მთელი ლუჰანსკი უწყლოდ დარჩა. 

"ასევე, რუსების მიერ დაბომბვის გამო ბოლო 10 დღის განმავლობაში ელექტროენერგია 10 დასახლებაში გაითიშა. მათგან 9 სრულიად გამორთულია. ეს ნიშნავს, რომ უშუქოდ არის დარჩენილი 30 ათასზე მეტი ოჯახი. მთლიანობაში კი ელექტროენერგია 121 746 აბონენტს არ მიწეოდება". - განაცხადა მან. 

სერგი ჰაიდაის განცხადებით, ელექტროენერგიის გათიშვის გამო დაიხურა სატუმბი სადგურები, რომლებიც წყლით ამარაგებს სევეროდონეცკსა და პოპასნას რაიონს, ასევე დაზიანებულია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა რუბიჟნეში, პოპასნასა და მიმდებარე სოფლებში.

ჰაიდაი ამბობს, რომ ბრძოლის ველზე წარუმატებლობის გამო რუსული ძალები ინფრასტრუქტურის განადგურებაზე გადავიდნენ.


close დახურვა