logo
ENG



ლუჰანსკის ოლქში დაბომბვის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

17 მაი 202210:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/17/y88vgvgrbqu379m.jpg

ლუჰანსკის ოლქში რუსეთის იერიშის შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი, ხოლო 3 დაშავდა. რუსებმა დაბომბეს სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, რუბიჟნე და ოლქის სხვა დასახლებული პუნქტები.

გუბერნატორი, სერგეი ჰაიდაი ამბობს, რომ რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს საავადმყოფოზეც. 

"დილით მტერმა არტილერიის ცეცხლი კვლავ დაუმიზნა სევეროდონეცკის საქალაქო მრავალპროფილური საავადმყოფოს, სადაც უკვე დაზიანებულია ორი კორპუსი. დაფიქსირებულია დარტყმა სევეროდონეცკის კვლევით საწარმო იმპულსზე, რომელიც მთელ მსოფლიოში თავისი წარმოებითაა ცნობილი. გარდა ამისა, სევეროდონეცკში განადგურებულია სამშენებლო მასალების მაღაზიები და ოთხი მრავალსართულიანი შენობა", - ამბობს ჰაიდაი.


close დახურვა