კომპანია "მაგთიკომის"განცხადებით მომხმარებელთა ნაწილს მობილური სერვისი ტექნიკური ხარვეზით მიეწოდება, რაც ტექნიკური სამუშაოებით არის განპირობებული.
"მაგთიკომის მომხმარებელთა ნაწილს მობილური სერვისი შეფერხებით მიეწოდება.
მიმდინარეობს ოპერატიული ტექნიკური სამუშაოები, რათა უსწრაფესად აღდგეს სრულფასოვანი სერვისი", - წერია კომპანიის განცხადებაში.
