მარტვილის ეპარქიის რეზიდენციაში ყოფილ და ახალ მიტროპოლიტს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ჟურნალისტებთან სასლუიერო პირებმა პირველი კომენტარები გააკეთეს. მეუფე პეტრეს განცხადებით, ეპარქიას იგი გადააბარებს მეუფე გრიგოლს. მისივე თქმით, იგი უარს ამბობს წავიდეს შიომღვიმის მონასტერში და მისი თქმით, პატრიარქთან ერთად კვლავ განიხილავს სამომავლო გეგმებს.
"შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას. ვითხოვე, რომ ერთი-ერთი მონასტერი დამითმონ, სადაც ვიქნები რამდენიმე მონაზონთან ერთად. დაველოდები პასუხს, თუ არა და მივიღებ გადაწყვეტილებას. ჩემი თხოვნაა ინჩხურის წმინდა ამბროსის დედათა მონასტერში გადასვლა. შეფასებაზე იგივე აზრზე ვრჩები, მაგრამ გადაბარებაზე პრობლემა რომ მქონოდა, მაშინ წავიდოდი კომპრომისზე,"-აცხადებს მეუფე პეტრე.
რაც შეეხება მეუფე გრიგოლს, მან მადლობა გადაუხადა მეუფე პეტრეს და აღნიშნა, რომ ეპარქიიდან არცერთის საულიერო პირი წასვლას არ აპირებს.
"მადლობას ვუხდით მეუფე პეტრეს და რჩება ჩვენი ძმა, გვეხმარება გადაბარებაში. ძალიან ბევრია გაკეთებული აქ და კიდევ უნდა გაკეთდეს. ჯერ რჩება მეუფე, რადგან უნდა დაასრულოს მშენებელობა. ვისაც სურვილი აქვს დარჩება და არავინ დაისჯება. ყველანი აქ დროებით ვართ და ვემზადებით დაბრუნდებითვის სოხუმში. შემხვდნენ ძალიან კარგად. ზოგიერთი ნერვიულობს, რა თქმა უნდა, ზოგი განიცდის, მაგრამ ბერის საქმე მორჩილება და სულიერი აღზრდაა. არავინ არ მიდის,"- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
ჟურნალისტებმა მას თავის ბიოგრაფიაზეც ჰკითეს, რომლის პასუხადაც მეუფე გირგოლმა მისი მოსკოვში და შემდეგ უკვე თბილისში მოღვაწეობის შესახებ განმარტა დეტალები.
"დავიბადე სოხუმში და 2 წლის ვიყავი, რომ წამიყვანეს რუსეთში. მამა ექიმია და იქ გავიზარდე. 14 წლის ვიყავი, რომ დავიწყე საოპერაციოში მუშაობა. შემდეგ ჩავაბარე სამედიცინოზე. 27 წლის ვიყავი კანდიდატი, 30 წლის დოქტორი, 33 წლის ჩამოვედი საქართველოში. აქ 2005 წელს ჩავაბარე სასულიერო აკადემიაში და 5 წლის შემდეგ აღვიკვეცე ბერად. 2013 წელს მაკურთხეს ეპისოკოპსად, შემდეგ წალკაში ვიყავი და ახლა აქ ვარ. წალკაშიც ნერვიულობენ, რადგან რთული რეგიონია. დღეს მივდიოდით საბერძნეთში, რადგან წალკელმა წმინდამა დაგვპატიჯა იქ, მაგრამ ასე მოხდა რომ გუშინ აქ გადმოვდივართ," -აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
კითხვაზე, ინარჩუნებს თუ არა რუსულ ეკლესიასთან ინარჩუნებს თუ არა ურთიერტბას, როგორც მეუფე გრიგოლი აღნიშნავს რომ დღეს მას აღარ აქვს რუსულ საპატრიარქოსთან ურთიერთობა. ამ დრომდე კავშირს ინარჩუნებს მხოლოდ ექიმებთან.
მეუფე თოდორის განმარტებით კი ჯერჯერობით უცნობია სად გადაინაცვლებს მეუფე პეტრე.
"ჩვენ ჩამოვედით პატრიარქრის დავალებით. ჩამობრძანდა ახალი ეპისკოპოსი. ჩვენ გადავიბარებთ ეპარქია. მეუფე გრიგოლი დარჩება აქ. მეუფე პეტრე მონასერტში წავა, მაგრამ რომელში ჯერ არ ვიცით. მისი თხოვნაა, რომ აქ რომელიმე მონასტერი გამოირჩეს და პატრიარქს ველოდებით ჯერ. სასულიერო პირები ჩვეულებრივ განაგრძობენ მსახურებას. არამგონია მეუფე გრიგოლს ვინმესთან რაიმე პრობლემა ჰქონდეს,"-აღნიშნავს მეუფე თეოდორე.