logo
ENG



მადრიდის აეროპორტში ბოინგი აფრენიდან რამდენიმე წუთში ავარიულად დაეშვა

04 თებ 202009:54
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო ვითარება იყო გამოცხადებული გუშინ მადრიდის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც კანადის ავიახაზების კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა ავარიული დაშვება აფრენიდან რამდენიმე წუთში განახორციელა.

ბოინგ 767-ის პილოტმა დისპეჩერებს ძრავის გაუმართაობის შესახებ შეატყობინა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფრენის დროს თვითმფრინავს საბურავიც დაუზიანდა. ბოინგი, რომლის ბორტზეც 128 მგზავრი იმყოფებოდა, საწვავის დახარჯვის მიზნით მადრიდის აეროპორტის თავზე რამდენიმე საათის განმავლობაში დაფრინავდა. აეროპორტში სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები იყო მობილიზებული.  თვითმფრინავს მადრიდი-ტორონტოს რეისი უნდა შეესრულებინა.


close დახურვა