logo
ENG



მაია ბითაძე:თამარაშვილზე წაქცეულ ხეს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო უზიანდებოდა ფესვები

25 ივნ 202013:10
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერიის მოადგილეებმა და ბოტანიკური ბაღის ექსპერტმა თამარაშვილის ქუჩაზე ის ტერიტორია დაათვალიერეს სადაც გუშინ ხე წაიქცა და სამი ადამიანი დაშავდა. მერიის თანამშრომლებმა 
ფაქტობრივად აღიარეს, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე სამუშაოებმა დააზიანა ხის მთავარი ფესვი, რომლის ლპობის პროცესიც მიმდინარეობს. საკითხზე ჯერ არავის პასუხისმგებლობა არ გამოვლენილა, მიმდინარეობს მოკვლევის პროცესი და თუ კომპანიის პასუხისმგებლობა გამოიკვეთება შესაბამისად იმოქმედებენ.

„სავარაუდოდ ხე, რომელიც დაახლოებით 60 წლის არის, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო უზიანდებოდა ფესვთა სისტემა. ფესვების ქვეშ მიწის გამოცლის შედეგად ხე წაიქცა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ხის წაქცევის 2 სავარაუდო მიზეზად ძლიერი ქარი და გადაჭრილი ფესვები სახელდება. თამარაშვილის ქუჩაზე სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძეც იმყოფებოდა. მისი თქმით, აქტივისტები მერიას ხეებთან არასწორი მუშაობის შესახებ თვეების განმავლობაში აფრთხილებდნენ. „იგივე იქნება ყველგან, სადაც იდიოტი კალაძე აკეთებს რეაბილიტაციას," - განაცხადა ფერაძემ. 

 


close დახურვა