logo
ENG



მაია სანდუ: მოლდოველებმა საკუთარი სიტყვა თქვეს, EU-ში ჩვენი მომავალი კონსტიტუციაში ჩაიწერება

21 ოქტ 202419:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/21/dvqq3wb6uj37w4k.jpg

მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ რეფერენდუმის შედეგებს X-ზე განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ მოლდოველმა ხალხმა უსამართლო ბრძოლაში სამართლიანად იბრძოლა და გაიმარჯვა.  

"მოლდოველმა ხალხმა საკუთარი სიტყვა თქვა: ევროკავშირში ჩვენი მომავალი ახლა კონსტიტუციაში იქნება ჩაწერილი. ჩვენ სამართლიანად ვიბრძოლეთ უსამართლო ბრძოლაში - და ჩვენ გავიმარჯვეთ.

თუმცა ბრძოლა არ დასრულებულა. ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას მშვიდობის, კეთილდღეობისა და საკუთარი მომავლის აშენების თავისუფლებისთვის", - წერს მაია სანდუ X-ზე.

მოლდოვის საკონსტიტუციო რეფერენდუმში პროევროპული პოზიცია იმარჯვებს, კერძოდ, რეფერენდუმზე ბიულეტენების 99.55%-ის დათვლის შედეგად 50.43% მხარს უჭერს ევროინტეგრაციის კურსის კონსტიტუციაში გამყარებას, 49.57% - წინააღმდეგია.


close დახურვა