logo
ENG



მაია სანდუ ქართველ ხალხს ევროკომისიის რეკომენდაციას ულოცავს

09 ნოე 202309:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/09/ce9qj0d0vhph81h.jpg

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა და ქართველ ხალხს ევროკომისიის რეკომენდაცია მიულოცა.

"ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროინტეგრაციისკენ გზაში. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ჩვენი საერთო ხედვა მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის შესახებ, როგორც ევროკავშირის ოჯახის ნაწილის", - წერს სანდუ Twitter-ზე.

***

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 

დეკემბერში, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.


close დახურვა