logo
ENG



მაია სანდუმ საპრეზიდენტო ფიცი დადო

24 დეკ 202416:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/24/407q8mi4zzqe1mz.jpg

მოლდოვური მედიის ინფორმაციით, მაია სანდუმ საპრეზიდენტო ფიცი დადო - მან მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობა მეორე ვადით ოფიციალურად დაიკავა.

სანდუ პირველი პრეზიდენტია, რომელიც ზედიზედ ორჯერ აირჩიეს პირდაპირი კენჭისყრით. სანდუმ პრეზიდენტის ფიცი პირველად 2020 წლის 24 დეკემბერს დადო.

სიტყვით გამოსვლისას სანდუმ განაცხადა, რომ ბოლო წლებში არსებული კრიზისებისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად, მოლდოვამ მშვიდობის შენარჩუნება და დემოკრატიის დაცვა მოახერხა.

"პირველი მანდატის დროს თავდადებით ვიმუშავე და ამას კიდევ უფრო მეტი სულისკვეთებითა და ენერგიით გავაგრძელებ. ოთხი წლის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ერთად ის შევძელით, რაც დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა. არ დაგავიწყდეთ რას ნიშნავს მოლდოვა - მემკვიდრეობას, ოპტიმიზმს, ბრძოლას, განვითარებას, ორგანიზაციას, ნებისყოფასა და ამბიციას", - განაცხადა მაია სანდუმ.

სანდუმ 3 ნოემბერს გამართულ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 55,33% მიიღო, მისმა ოპონენტმა, პრორუსმა ალექსანდრ სტოიანოგლომ კი 44,65%. საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები 28 ნოემბერს დაადასტურა.

 

 

 

 


close დახურვა