logo
ENG



მაია ცქიტიშვილი ლონდონში ვიზიტს აჯამებს

23 ნოე 201911:20
3 წუთის საკითხავი
 
5ncxzv8j8lrdlac.jpg

მაია ცქიტიშვილი ლონდონში ვიზიტს აჯამებს. ვიცე-პრემიერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტზე იმყოფებოდა. მისი შეფასებით, ეს იყო კარგი საშუალება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების გასაცნობად.

სამიტის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სადისკუსიო პანელში მიიღო მონაწილეობა და საქმიანი შეხვედრები გამართა. 

სამიტში მონაწილეობდნენ სომხეთის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინისა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრები, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, საერთაშორისო საფინანსო და სამეწარმეო სფეროს წარმომადგენლები. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საინვესტიციო სამიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მე-10 წლისთავს მიეძღვნა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი იყო. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საინვესტიციო ფორუმი და არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იყო ბიზნესისთვის, რომ მოესმინათ ყველა ქვეყნის მიღწევა, მათ შორის საინვესტიციო კლიმატი და გაეკეთებინათ არჩევანი მათი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში. ბუნებრივია, ჩვენ გვქონდა საშუალება, კიდევ ერთხელ მოგვეყოლა ინვესტორებისთვის იმ წარმატებებს შესახებ რაც უკვე საქართველოში არის. დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს მეტ ინვესტიციას, “ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


close დახურვა