logo
ENG



მაიამიში კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპული კიდევ 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს, 1 ბავშვია

02 ივლ 202123:08
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/02/g0374m1s4xdr56g.jpg
MARK HUMPHREY / AP

მაიამიში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად გარდაცვლილი კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს - მათ შორის ერთი 7 წლის ბავშვია.

უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, ხოლო დაკარგულად ითვლება 128 ადამიანი.

მაიამიში საცხოვრებელი კორპუსი 25 ივნისს დილით ჩამოინგრა, როცა მცხოვრებლების უმეტესობას ჯერ კიდევ ეძინა. ნგრევის ზუსტი მიზეზი უცნობია.

26 ივნისს გასაჯაროვდა მშენებლობასთან დაკავშირებით ინჟინრის 2018 წლის დასკვნა, რომელშიც საუბარია, რომ ზღვის სანაპიროზე მდებარე "შემპლეინ თაუერში" თავდაპირველ დიზაინში იყო დიდი შეცდომა დაშვებული. მასში ნათქვამია, რომ გაუმართაობამ ხელი შეუშალა წყლის გადინებას შენობის საძირკვლიდან.

ფრენკ მორაბიტო 40 წლის ნაგებობის შესაძლო დანგრევის შესახებ არაფერს ამბობდა, თუმცა მოუწოდებდა, რომ ბეტონის შეკეთება დროულად ჩატარებულიყო.


close დახურვა