logo
ENG



მაიკ პენსი და მაიკ პომპეო თურქეთში ჩავიდნენ

17 ოქტ 201916:35
3 წუთის საკითხავი
 
rzo27u7xlw5ty2w.jpeg

მაიკ პენსი თურქეთში ჩავიდა. შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანთან ერთად ანკარას მნიშვნელოვანი მისიით სტუმრობს. მათ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სირიის ოპერაციის შეჩერებაში უნდა დაარწმუნონ.

თავდაპირველად თურქეთის ლიდერი შეეცადა ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ ცნობილია, რომ მოლაპარაკებები მათ შორის მაინც გაიმართება.

პარალელურად გამოქვეყნდა დონალდ ტრამპის წერილი, რომელიც მან ერდოღანს 9 ოქტომბერს მისწერა.

"ნუ იქნები სულელი და მაგარი ბიჭი"- ამ სიტყვებით მიმართა შეერთებული შტატების ლიდერმა თურქ კოლეგას და ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონი ანკარას სირიაში იერიშების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთს მკაცრი სანქციები ემუქრება. ერდოღანის თქმით, ოპერაცია მანამ არ შეწყდება, ვიდრე ისინი რეგიონს ტერორისტებისგან არ გაათავისუფლებენ.

 


close დახურვა