logo
ENG



მაიკ პენსმა აშშ-ის პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

29 ოქტ 202300:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/29/wz0p5s0099b2akx.png

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა მაიკ პენსმა პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. შესაბამისი განცხადება პოლიტიკოსმა ლას-ვეგასში რესპუბლიკელი ებრაელების კოალიციის ყოველწლიურ შეხვედრაზე გააკეთა.

პენსის თქმით, ყოველთვის იცოდა, რომ რთული ბრძოლა იქნებოდა, თუმცა ის არაფერს ნანობს.

"ჩემთვის ნათელი გახდა: ახლა ჩემი დრო არაა. ამდენი ლოცვისა და ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე დღეიდან ჩემი პრეზიდენტობის კამპანია შევაჩერო", - აღნიშნა პენსმა.

პენსი არის პირველი მნიშვნელოვანი კანდიდატი, რომელიც პრეზიდენტობისთვის რბოლას მაშინ გამოეთიშა, როცა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კამპანია ლიდერობას ინარჩუნებს. ყოფილი ვიცეპრეზიდენტი პრაიმერში ყველასთვის მნიშვნელოვან მეტოქედ განიხილებოდა, თუმცა მან საფუძვლიანი მხარდაჭერის მოპოვება ვერ მოახერხა.


close დახურვა