logo
ENG



მაიკ პომპეო: რუსეთს და ჩინეთს ხელები სისხლში აქვთ გასვრილი

22 დეკ 201911:05
3 წუთის საკითხავი
 
4ox2jz0uzlhotfm.jpg

რუსეთს და ჩინეთს ხელები სისხლში აქვთ გასვრილი - ეს განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა.  

მაიკ პომპეოს განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი და პეკინი  პასუხისმგებელნი არიან მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანამ სირიისათვის დახმარების შესახებ რეზოლუციას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო. 

დოკუმენტი ითვალისწინებდა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქისთვის თურქეთიდან და ერაყიდან.

პომპეო "როიტერსთან" საუბარში  ლიბიაში მიმდინარე კონფლიქტსაც შეეხო. მისი თქმით, კონფლიქტის გამწვავება ქვეყანაში რუსი დაქირავებული მებრძოლების რაოდენობის გაზრდასთანაა დაკავშირებული, რომლებიც მხარს უჭერენ ამბოხებული გენერლის ძალებს.


close დახურვა