logo
ENG



მაიკ პომპეო: ჰონგ-კონგის ავტონომია შეჩერებულია

28 მაი 202013:01
3 წუთის საკითხავი
clock 422
gc9zc4vnkzvier1.jpg

ჰონგ-კონგის ავტონომია შეჩერებულია - ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. მაიკ პომპეომ საკუთარი შეფასება წერილობით კონგრესსაც გადაუგზავნა.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთის ხელისუფლების ნაბიჯები თავს მოახვიოს ჰონგ-კონგს ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობა, ანადგურებს  ავტონომიის  თავისუფლებას.

პარალელურად, ჩინეთის პარლამენტმა უკვე მიიღო ეს კანონი. დოკუმენტის თანახმად, ჰონგ-კონგში ჩინეთის მმართველობის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის ნაბიჯი დანაშაულად ითვლება. სწორედ ამ კანონპროექტს მოჰყვა არეულობის მორიგი  ტალღა ჰონგ-კონგში. დაკავებულია ასობით დემონსტრანტი, პროდემოკრატიული მოძრაობის მომხრე დეპუტატები კი ასამბლეის დარბაზიდან გააძევეს. 


close დახურვა