მაიკ პომპეომ რუსეთი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებაში დაადანაშაულა. ბერლინის კედლის დანგრევისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სწორედ რუსეთი უშლის ხელს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას და ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტებს ქვეყნის შიგნითაც. მისი თქმით შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება ჩრდილოეთ ნაკადის მილსადენს, რადგან არ სურს რომ ევროპა ვლადიმერ პუტინზე დამოკიდებული იყოს.
მაიკ პომპეომ რუსეთი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებაში დაადანაშაულა
08 ნოე 201916:56
3 წუთის საკითხავი