logo
ENG



მაიკლ ბლუმბერგი, შესაძლოა, აშშ-ს საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთოს

08 ნოე 201912:26
3 წუთის საკითხავი
 
jwq29t3mwfdwoix.png

მაიკლ ბლუმბერგი შესაძლოა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთოს. ნიუ-იორკის ყოფილი მერის პრეს-სპიკერის თქმით, ის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს სერიოზულად განიხილავს.

77 წლის ბლუმბერგი შიშობს, რომ ამჟამინდელ დემოკრატ კანდიდატებს 2020 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხება გაუჭირდებათ. მილიარდერი ბიზნესმენი საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას ოფიციალურად ამ კვირაში აპირებს. ამ ეტაპზე შეერთებული შტატების პირველი პირის პოსტის დაკავება 17 დემოკრატ კანდიდატს სურს. 


close დახურვა