ე.წ. ბოქლომების აქციამ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები საყვირებითა და შესახილებით ამ წუთებში ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან და იქ ნაგვის ურნები მიაქვთ.
„ყველაფერი უბედურების შემოქმედი, ბიძინა ივანიშვილია ამ ქვეყანაში. ის საჯაროდ დაგვპირდა პროპორციულ არჩევნებს და მოგვატყუა. მან პირადად გასცა 20 ივნისს დარბეულიყო აქცია. ამის გამო ჩვენი თაობის წარმომადგენლებმა დაკარგეს თვალები. მან ჯიბეში ჩაიდო სასამართლო. მოვედით, რომ ბოქლომი დავადოთ მის კარს“, - აცხადებენ აქციის მონაწილები.
აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს შეახსენეს, რომ ხელფასს მათი გადასახადებიდან იღებენ და არა ბიძინას ჯიბიდან.
"თქვენი ძმის მკვლელი გაათავისფლეს და აქ დგომა არ გიტყდებათ?! ხელფასს ჩვენ გიხდით და არა ბიძინა ივანიშვილი, თქვენ კი მას იცავთ. სახეზე აფარებული გაქვთ, რადგან უკვე გიტყდებათ, რასაც აკეტებთ', - მიმართა პოლიციელებს კიდევ ერთმა მონაწილემ.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. შეგახსენებთ, რომ დღეს აქცია "მაინც დაგაბოქლომებთ", მთავრობის კანცელარიასთან და საქალაქო სასამართლოსთან გაიმართა.