თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მაისიდან სამგზავრო აბონიმენტის მიბმა საბანკო ბარათზე იქნება შესაძლებელი.
როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, პროგრამის ჩაშვების შემდეგ მგზავრს სამგზავრო აბონიმენტის ტარება აღარ მოუწევს.
"რაც შეეხება საბანკო ბარათზე აბონიმენტის მიბმას, მაისისთვის უკვე შესაძლებელი იქნება ამ პრექტის განხორციელება, ამ პროგრამის ჩაშვება და აბონიმენტები შესაძლებელი იქნება მიებას საბანკო ბარათს. მგზავრს აღარ მოუწევს, ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება. მის საბანკო ბარათზე შესაძლებელი იქნება, ჩაირთოს ნებისმიერი ვადიანი აბონიმენტის პროგრამა", - თქვა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 55 000-მდე აბონიმენტია გაყიდული.